გარანტია
რა ფარავს
- ქარხნული დეფექტი და/ან აწყობის ხარვეზი.
რა არ ფარავს
- მექანიკური დაზიანება (დარტყმა, ბზარი, გაბზარვა)
- სითხის ან ტენიანობის მოხვედრა
- ქსელში ძაბვის ცვალებადობა, არასწორი/არასერტიფიცირებული დამტენის გამოყენება.
- არაორიგინალი აქსესუარების გამოყენებით გამოწვეული დაზიანება.
- პროგრამული უზრუნველყოფის (OS/Firmware) თვითნებური შეცვლა ან ვირუსები.
- მომხმარებლის ან მესამე პირის მიერ მოწყობილობის თვითნებური გახსნა/შეკეთება.
- ბუნებრივი ცვეთა (მაგ. ბატარეის რესურსის შემცირება, კორპუსის ნაკაწრები).
დაბრუნების პოლიტიკა
- ვადის ათვლა იწყება პროდუქციის მომხმარებლისთვის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის) ჩაბარების მომენტიდან.
- დაბრუნების უფლების გამოყენებისათვის მომხმარებელი ვალდებულია 14 დღის ვადაში შეატყობინოს კომპანიას (შეავსოს უარის თქმის ფორმა ან გამოაგზავნოს შეტყობინება ელ-ფოსტაზე/ნომერზე).
- განაცხადის გაკეთების შემდეგ, მომხმარებელი ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი კომპანიას განაცხადიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა
- დაბრუნებული საქონელი უნდა იყოს დაუზიანებელ მდგომარეობაში, პირვანდელი (საქონლის) იერით, სრული კომპლექტაციით, ქარხნული შეფუთვითა და ყველა დამცავი ფირით/ლუქით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- საქონლის უკან დაბრუნების (ტრანსპორტირების/კურიერის) ხარჯებს ფარავს მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნივთს აღენიშნება ქარხნული დეფექტი ან მიწოდებულია არასწორი პროდუქტი.
- მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადახდილი თანხა უბრუნდება მომხმარებელს საბანკო ანგარიშზე/ბარათზე ჩარიცხვით, უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან (ან ნივთის დაბრუნებიდან) არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის ფორმა
- შეკვეთის თარიღი
- შეკვეთის მიღების თარიღი
- მომხმარებლის სახელი
- მომხმარებლის მისამართი
- მომხმარებლის ხელმოწერა
- ფორმის შევსების თარიღი